თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა 39 ოჯახს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა 39 ოჯახს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანს წარმოადგენს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების საჭიროებებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება, მათთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნის ხელშეწყობა და სოციალურად მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების მხარდაჭერა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამის საშუალებით უზრუნველყოფილია 44 ოჯახი, რომელთაც გადაეცათ როგორც საყოფაცხოვრებო ავეჯი, ასევე სასკოლო ნივთები.