თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალსა და კურდღელაურში. მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგლზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
მერიის ცნობით, წინანდალში დაწყებულია შიდა საუბნო გზის (აბანოს უბნის) მოასფალტება. ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება 350 მ გზის მონაკვეთზე, შეიცვლება ბორდიურები და მოწესრიგდება გზის ფეხით სავალი ნაწილი.
სოფელ კურდღელაურში (გოძიაშვილისა და მე-16 ქუჩებზე) მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები გზის მოასფალტების დაწყების მიზნით.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ადგილზე გასაცნობად თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.