დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, მოქალაქეთა მიღება გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ილია მზექალაშვილმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა, რომელიც სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის საკითხებს შეეხებოდა.
“დღეს, მერიაში მოქალაქეებს შევხვდი. შეხვედრაზე მოსახლეობის საჭიროებები მოვისმინე და რათქმაუნდა თითოეულ მათგანს დავეხმარები შესაძლებლობების ფარგლებში,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.