დღეს, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები აღიმართა.

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა და ამ დღის აღსანიშნად, სახელმწიფო დროშები აღმართულია კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო დროშები განთავსებულია ცენტრალურ მოედნებზე, ქუჩებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე.
“კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!” – ნათქვამია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.