“დადგება დღე, როცა ჩვენ ვიხილავთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოს,” – ვაჟა მაღრაძე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატიმა, ვაჟა მაღრაძემ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
“27 სექტემბერს, სოხუმი დაცემის დღეა. დღე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მოვლენად დარჩა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა. საქართველოს პარლამენტის წევრთან გელა სამხარაულთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან – პლატონ კალმახელიძესთან და მამუკა ბურდიაშვილთან, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად, პატივი მივაგეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ღრმად გვწამს, რომ მათი თავგანწირვა არ იქნება ამაო და დადგება დღე, როცა ჩვენ ვიხილავთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოს. სწორედ ამ რწმენით უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის გაძლიერება, მშვიდობის განმტკიცება და მომავალი თაობებისთვის ღირსეული მომავლის შექმნა,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.