გიორგი ალადაშვილი ბოდბეში საზეიმო წირვას დაესწრო.

დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ოჯახთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან მალხაზ ბეგიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ჯანიკაშვილთან ერთად, ბოდბეში დაესწრო საზეიმო წირვას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წირვა ჩაატარა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.