დღეს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის, შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობასთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული საკითხები:
ალმატი – სანიაღვრე არხების მოწყობა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
შაქრიანი – სანიაღვრე არხების მოწყობა და სავარგულებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა.
გრძელიჭალა – სოფელთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი დაესწრო საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ასისტიშვილთან, მერის პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.