ყვარლის მერმა ილია მზექალაშვილმა მოქალაქეთა საჭიროებები მოისმინა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ილია მზექალაშვილმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა, რომელიც სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის საკითხებს შეეხებოდა.
“დღეს, მერიაში მოქალაქეებს შევხვდი. შეხვედრაზე მოსახლეობის საჭიროებები მოვისმინე, რომელიც სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის საკითხებს მოიცავდა. შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარდება არსებული საკითხები,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველ სამშაბათს მიმდინარეობს.