პლატონ კალმახელიძემ თესაუს სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პლატონ კალმახელიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელობაზე და უნივერსიტეტის რექტორ შალვა ჭკადუას, ასევე აკადემიურ პერსონალს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მიწვევისთვის.
პლატონ კალმახელიძემ პირველკურსელებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებული სტუდენტური წლები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 300 სტუდენტი ჩაირიცხა.