ილია მზექალაშვილი ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის მიმდებარედ, მდინარე შოროხევის ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე და მერის მოადგილეები ოთარ ბუჯიაშვილი, კახა ასისტიშვილი ზურაბ კაპანაძე.
“ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბალღოჯიანის მიმდებარედ, მდინარე შოროხევის ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოებს გავეცანი. ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა პროექტის თანახმად დაგეგმილია 2 311 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბალღოჯიანი, საცხენე, ახალსოფელი და გავაზი,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 929 997 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.