თელავში პოლიგრაფიული საწარმოს ახალი ფილიალი გაიხსნა

თელავში, პოლიგრაფიული საწარმოს, ფავორიტი/კოლორპაკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ფავორიტი/კოლორპაკი უკვე 30 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, ფლაერების, მისალოცი ბარათების, გარე რეკლამის, შესაფუთი მასალის დამზადებასა და სთავაზობს.
საწარმოს გახსნას დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და აღნიშნა, რომ თელავი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც აღნიშნული ფილიალი იმუშავებს.
“დავესწარი თელავში ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმოს, ფავორიტი/კოლორპაკის ახალი ფილიალის გაიხსნას.
ასეთი მასშტაბის პოლიგრაფიული წარმოება რეგიონში პირველად გაიხსნა და მოხარული ვარ, რომ თელავი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ფილიალი იქნება წარმოდგენილი.
ეს არის დამატებით საშუალება მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის, ვინაიდან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი შეიქმნება.
წარმატებას ვუსურვებ ფავორიტს/კოლორპაკს. მჯერა, რომ თელავი მსგავსი ტიპის მასშტაბური საწარმოებისა და ბიზნეს ოპერატორების ფუნქციონირებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი მუნიციპალიტეტი გახდება,” – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.