დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელი მამათაგან ერთ – ერთის, დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ კაკუტაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან და ადგილობრივ მრევლთან ერთად პარაკლისს დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა და წმინდანის სულიერი მოღვაწეობის შესახებ მრევლს მიმართა ქადაგებით.