ლაგოდეხში, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სადღესასწაულო წირვას დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიების დროებითმა მმართველმა მეუფე თეოდორემ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, დაესწრნენ ადგილობრივ მრევლთან ერთად.