ჰოლივუდის წარმომადგენლები სტუმრად საქართველოში

საქართველოს, ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მეთიუ ზამიასი ესტუმრნენ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში.“

საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს გაეცნენ ჰოლივუდის წარმომადგენლები. აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით მოინახულეს და დაათვალიერეს გადასაღებად საინტერესო ადგილები. სტუმრებმა ტურის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16-22 სექტემბერს დააეთვალიერეს: თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში.

„ბევრი ადგილი გადამიღია და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო სილამაზით არც ერთ ქვეყანას ჩამოუვარდება. მისი სილამაზისა და მზარდი კინოინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება შემდეგი პროექტის საქართველოში გადაღება.“ – განაცხადა მეთიუ ზამიასმა.

2016 წლიდან „აწარმოე საქართველოში,“ ახორციელებს პროგრამას სახელწოდებით- „გადაიღე საქართველოში,“ რომლის საშუალებითაც, შესაბამისი კადრების გადაღება ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.