ხვიჩა კვარცხელია-სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

 

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, “ნაპოლის” მაისურით ბრწყინვალედ თამაშს განაგრძობს. კვარაცხელია სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და მსოფლიო ფეხბურთის ექსპერტები უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

Footballtransfers.com- სტატიაში წერს, სერია A-ს 4 ვარსკვლავის შესახებ, რომლებიც შესაძლოა პრემიერლიგური კლუბებისთვის გახდნენ 100-მილიონიანი მოთამაშეები.

„კვარაცხელიასა და ოსიმენის სახით, „ნაპოლის“ ნამდვილი ვარსკვლავები ჰყავს.  სადებიუტო მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ფურორი მოახდინა და დასახელდა სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. – წერს გამოცემა Footballtransfers.com-ი

სიაში ასევე მოხვდნენ: დუშან ვლაჰოვიჩი (“იუვენტუსი”), ვიქტორ ოსიმენი (“ნაპოლი”) და რაფაელ ლეაო (“მილანი”).