ხვალ თელავში ოთხ დღიანი ვორქშოპი დაიწყება

ხვალ, 9 მარტს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, (ვაჟა-ფშაველას 3) საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი ჩაატარებს ოთხ დღიან  (9, 10, 11, 12 მარტს) ვორქშოპს თემაზე “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები.”

აღნიშნული ვორქშოპი დაიწყება 14:00 საათზე და დასწრება შეუძლია ყველა დაინტესებულ პირს, 18 წლის ასაკიდან.

საქართველოს სატრატეგიული ცენტრის ინფორმაციით, ვორქშოპს გაუძღვებიან:

თეონა აქუბარდია – საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ლაშა ძებისაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ლინკზე – https://forms.gle/5tRWRtumSkRuJMEKA

რეგისტრაციის შემდეგ მეილზე მიიღებთ ვორქშოპის დღის წესრიგს.

ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

შეგახსენებთ, რომ ვორქშოპი ხორციელდება “ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში” პროექტის ფარგლებში.

პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ და ხორციელდება ნატოს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით.