დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საჯარო ლექციის ფორმატში უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასევე, საუბარი შეეხო იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რაც ევროინტეგრაციის გზაზე სამუშაო პროცესს თან ახლავს.
მოხსენებების დასრულების შემდეგ, აღნიშნული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.