ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზურაბ ბალაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ზურაბ ბალაშვილის სახელობის მემორიალი, მის მშობლიურ სოფელში – ნაფარეულში, ყვავილებით შეამკეს: საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხედრო აღრიცხვისა და რეკრუტირების, თელავის მუნიციპალური განყოფილების, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ამასთან, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში, 9 აგვისტოს სოფელ ნიქოზზე მიტანილი რუსული საავიაციო შეტევისას, ზურაბ ბალაშვილს კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვდა და დაიჭრა სასიკვდილოდ. 21-ე ბატალიონში იგი იყო ერთადერთი დაღუპული.
ზურაბ ბალაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში დაიბადა. რუსეთ – საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის გმირმა სიკვდილის შემდეგ მიიღო მედალი მხედრული მამაცობისთვის.