წინანდლის სამუსიკო სკოლის ფოლკლორულმა ჯგუფმა ბულგარეთის ქალაქ ნესებირის „არტ ფესტივალზე“გამარჯვება მოიპოვა.
ფესტივალზე მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 6 000 წარმომადგენელი, სადაც თელაველი ახალგაზრდების ჯგუფმა, ჟანა ხანჯალიაშვილის ხელმძღვანელობით, პირველი ადგილი დაიკავა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წინანდლის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგსა და სკოლის ხელმძღვანელს, რომლებიც საერთაშორისო ფესტივალზე მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით გაემგზავრნენ, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი შეხვდა და მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ლევან ანდრიაშვილმა ახალგაზრდა მუსიკოსებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.