წელს თელავში სააღდგომო ამანათი 430 ოჯახს გადაეცა

დღეს, თელავში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სააღდგომო ნობათის გადაცემის აქცია გაიმართა, რომელშიც პირადად მიიღეს მონაწილეობა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ორგანიზებით მსგავსი ტიპის აქცია ყოველ წელს ტარდება და უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს.
აღსანიშნავია, რომ წელს, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააღდგომო ამანათი 430 ოჯახს გადაეცა.