ძალოსანმა ლევან ოჩიგავამ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ლევან ოჩიგავამ, რომელიც საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა გუნდის წევრია, 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ალბანეთში მიმდინარეობდა, 81 კილოგრამის ატაცში ოჩიგავამ 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 172/176/179 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა ორჭიდში დაგროვილი 322 კილოგრამით.