ცნობილია “მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის” გამარჯვებული პროექტი

26 სექტემბერს 24:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა დასრულდა.
სულ დაფიქსირდა 2316 ხმა, აქედან ქალაქ თელავის პროექტებმა ჯამში 1377 ხმა მიიღო, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების პროექტებმა – 939 ხმა.
გამარჯვებული პროექტებია:
– ქალაქ თელავში თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა, ავტორი სალომე ნადირაშვილი – 956 ხმა (ქალაქის პროექტებისთვის მიცემული ხმების 69,4%)
– სოფელ წინანდალში თაობათა სკვერი, ავტორი ალეკო აფრემაშვილი – 379 (ხმა სოფლების პროექტებისთვის მიცემული ხმების 40,4%)
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის მხარდაჭერით –  „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.