კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხის სათამაშოების მწარმოებელ საწარმოს, „ცაცია ოსტატს,“ ეწვივნენ და ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას გაეცნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2023 წელს, სოფლის განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა. პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 100 000 ლარს გადააჭარბა, საიდანაც 79 000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.
„ცაცია ოსტატი“ ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით საქმიანობს და ხის სათამაშოების წარმოებით ადგილობრივი წარმოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.