ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეების ათეულში გიორგი მამარდაშვილი გვხვდება

მეკარეებს შორის საბაზრო ღირებულებით პირველობას სამი მოთამაშე ინაწილებს: დიოგო კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა და გრეგორ კობელი. სამივე მათგანის ფასი 40 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეების ათეულში საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის“ ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი გვხვდება, რომლის ღირებულება მარტში 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონ ევროს გაუტოლდა.

მსოფლიოს ტოპ-10 ძვირად ღირებული მეკარეების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. დიოგო კოშტა (პორტუგალია, „პორტო“) – 40 მილიონი ევრო
  2. ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, „პსჟ“) – 40 მილიონი ევრო
  3. გრეგორ კობელი (შვეიცარია, „ბორუსია დორტმუნდი“) – 40 მილიონი ევრო
  4. მაიკ მენიო (საფრანგეთი, „მილანი“) – 38 მილიონი ევრო
  5. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ვალენსია“) – 35 მილიონი ევრო
  6. გულიელმო ვიკარიო (იტალია, „ტოტენჰემი“) – 35 მილიონი ევრო
  7. დავიდ რაია (ესპანეთი, „არსენალი“) – 35 მილიონი ევრო
  8. ედერსონი (ბრაზილია, „მანჩესტერ სიტი“) – 35 მილიონი ევრო
  9. ანდრე ონანა (კამერუნი, „მანჩესტერ იუნაიტედი“) – 35 მილიონი ევრო
  10. უნაი სიმონი (ესპანეთი, „ატლეტიკ ბილბაო“) – 30 მილიონი ევრო