საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით განისაზღვრა 40 830 000 ლარი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2025 წელს, ყვარლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოიყო 326 000 ლარი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია “სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან” დაკავშირებულ დღის წესრიგს აცნობს მოსახლეობას.
“მოსახლეობის საყურადღებოდ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება!
სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 5 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 21 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.
5 თებერვალი:
მთისძირი – 12:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;
ბალღოჯიანი – 13:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;
ახალსოფელი – 14:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან.
6 თებერვალი:
ჭიკაანი – 12:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;
გავაზი – 13:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;
სანავარდო – 14:00 საათი – სოფლის ცენტრში (სკოლასთან).” – აღნიშნულია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიზანია, როგორც სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება, ასევე, მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება.