დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს როგორც მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, ასევე, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებთან გასამართ შეხვედრებთან დაკავშირებით.