დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
“სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელე სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით,” – აღნიშნა გივი ზაუტაშვილმა.