დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მოქალაქეებმა მერს გაუზიარეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ძირითადად მოიცავდა ჯანდაცვისა და სოციალურ თემებს.
„დღეს, მოქალაქეებმა მოგვმართეს უმეტესად ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღნიშნული საჭიროებები უმოკლეს დროში დაკმაყოფილდეს,“ – აღნიშნა ილია მზექალაშვილმა.