დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ადგილზე გაეცნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შილდაში აქტიურად მიმდინარეობს 3700 მეტრიანი სიგრძის გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე დაგეგმილია ორფენოვანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ასეევე, მოეწყობა სანიაღვრე არხებისა და ლითონის ცხაურები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 3 123 923 ლარს.