ყვარლის მერმა ილია მზექალაშვილმა გამწვანების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გარემოსდაცვითი პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ქალაქ ყვარელში, ილიას ტბის ტერიტორიაზე, ნერგები დაირგო.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჯამში 317 ნერგი დაირგო. მათ შორისაა კავკასიური ცაცხვი, ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, კვიპაროსი, კოლხური ბზა, ელდარის ფიჭვი და ჰიმალაის კედარი.
“საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან და პირველკლასელებთან ერთად, პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ქალაქ ყვარელში, „ილიას ტბაზე“, ნერგები დავრგეთ. პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანია ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ოთარ ბუჯიაშვილი და დავით ქანდაურიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.