ყვარლის მერმა ეროვნული გმირის – ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს ეროვნული გმირის, ზურაბ ჭავჭავაძის დაბადებიდან შესრულდა 72 წელი. ამ დღესთან დაკავშირებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი იმყოფებოდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში, სადაც დაკრძალულია ეროვნული გმირი – ზურაბ ჭავჭავაძე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილთან, ასევე, ზურაბ ჭავჭავაძის ოჯახის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო მის ხსოვნას.