ყვარელში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის საკითხებზე იმსჯელეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს გივი ზაუტაშვილს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოადგილესთან და კახეთის რეგიონის მენეჯერთან ერთად, შეხვდა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქალაქ ყვარელში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი, ასევე დაგეგმეს შესასრულებელი სამუშაოები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია წყლისა და წყალარინების ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.