ყვარელში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის გაცნობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და გონივრული მისადაგების საკითხებს.