ყვარელში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში, ა(ა)იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები, პოეტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
შემოქმედებით საღამოს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე, თვითმმართველობის წარმომადგენლები.