ყვარელში გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირს გივი ზაუტაშვილი პირადად დაესწრო.

ყვარელში, “ილიას ტბაზე,” კამპანიის – “არა ნარკოტიკს” ფარგლებში გაიმართულ მინი ფეხბურთის ტურნირს დაესწრნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება. ტურნირში, ყვარლის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო შვიდმა გუნდმა. I ადგილი დაიკავა ქალაქ ყვარლის საფეხბურთო კლუბმა „დურუჯმა,“  II ადგილი მოიპოვა სოფელ შილდის გუნდმა, ხოლო III ადგილის მფლობელი გახდა სოფელ წიწკანაანთსერის გუნდი. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასები და მედლები. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი ითამაშებს კახეთის პირველობაზე.
შეგახსენებთ, რომ მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.