თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, შიდა საუბნო გზის (ბუიშვილების უბნის) რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ქვემო ხოდაშენში მიმდინარე სამუშაოები 600 მეტრამდე გზის მონაკვეთის მოწყობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო, ამასთან, მოწყობილია ორმხრივი სანიაღვრე სისტემა.