სულ მალე თელავს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ორი ახალი სკვერი შეემატება

სულ მალე თელავს, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ორი ახალი სკვერი შეემატება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში უკვე დაიწყო “მაწანწრის სკვერისა” და თამარის ქუჩის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მერიის ცნობით, უახლოეს მომავალში ქალაქს შეემატება თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი, გამწვანებული მოსასვენებელი სივრცეები.