სოფელ წინანდალში მე-11 ქუჩა და “ნათლისმცემლის” უბანი რეაბილიტირდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, მიმდინარეობს მე-11 ქუჩისა და “ნათლისმცემლის” უბნის რეაბილიტაცია.
საპროექტო მონაკვეთის ფართობი 446-მეტრია. გზის ამ მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს მოასფალტებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება შეადგენს 570 000 ლარს.