მზეზე მიმდინარე ძლიერი ამოფრქვევების გამო, დედამიწას ძლიერი გეომაგნიტური შტორმი ურტყამდა, რის გამოც, პოლარული ციალი ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოდანაც ჩანდა.
ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.