საქართველოს ყველა რეგიონში, მინი ფეხბურთის ჩემპიონატი იწყება!

2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის ფარგლებში – „არა ნარკოტიკს.“
ჩემპიონატის მთავარი მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.
ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, გუნდები იასპარეზებენ როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდებს 18 წლის ასაკიდან.
ტურნირის ეტაპები:
I ეტაპი – მუნიციპალიტეტების ჩემპიონების გამოვლენა;
II ეტაპი – გამარჯვებული მუნიციპალიტეტების გუნდები იასპარეზებენ რეგიონულ პირველობაზე;
ფინალური ეტაპი – თითოეული რეგიონის გამარჯვებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 2025 წლის 4 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, ეწვიეთ მითითებულ ბმულს – https://forms.gle/7ciSY7W3HTYnmGUZ9