სასკოლო მზაობის წიგნი ყვარლის მერმა თავად გადასცა ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ოთარ ბუჯიაშვილთან და მოადგილეებთან ერთად, საბავშვო ბაგა-ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს გადასცა სასკოლო მზაობის წიგნი –,,პირველკლასელთა აკადემია.“

მერიის ცნობით, სასკოლო მზაობის წიგნი გადაეცა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების ყველა აღსაზრდელს.