კახეთში, კერძოდ ქალაქ ყვარელში, მდებარეობს სასტუმრო – #VillaGioKvareli, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 1 კმ-ით, ხოლო ყვარელი-თელავის სახელმწიფო მაგისტრალიდან 500 მეტრით. სასტუმრო მდებარეობს ისეთ ადგილას, რაც ქალაქის დამღლელი დღის წესრიგისგან თავის დაღწევის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა და რაც ყველაზე კომფორტულია, აქვს თავისუფალი საპარკინგე სივრცე.
#VillaGioKvareli 2 სართულიანი სასტუმროა, სადაც არის ყველა ტიპის ნომერი და მყუდრო ატმოსფერო, იმისთვის, რომ ვიზიტორებმა დრო გაატარონ მაქსიმალურად მშვიდ, ლამაზ, სუფთა გარემოში. ნომრები გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ვერანდით, საიდანაც იშლება მდინარე დურუჯის ხეობის, კუდიგორისა და კავკასიონის ხედები.
#VillaGioKvareli – ში მოსულ სტუმარს დახვდება ისეთი სივრცეები, როგორიცაა: ბუხარი, დიდი ეზო, სადაც შესაძლებელია მწვადის შეწვა და დაგემოვნება.
სასტუმროს აქვს საზაფხულო შეთავაზება, რომელიც ვრცელდება მხოლოდ აგვისტოს თვეზე. ორ პერსონაზე გათვალისწინებული ნომრის ღირებულება სულ რაღაც, 160 ლარიდან, ხოლო 12 წლამდე ასაკის ბავშვების განთავსება შესაძლებელი იქნება სრულიად უფასოდ.
აღსანიშნავია, რომ სასურველი ნომრის დაჯავშნა მსურველებს შეუძლიათ მათთვის მოსახერხებელი ფორმით:
villagiokvareli@gmail.com
593 19 28 02
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი ნომრების რაოდენობა შეზღუდულია, შეგიძლიათ ეწვიოთ booking.com -ს და შეარჩიოთ სასურველი ნომრის ტიპი.