საგარეჯოს მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, სასკოლო კონკურსის ფინალისტები დააჯილდოვა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, დააჯილდოვა კახეთის რეგიონის ყოველწლიური ინოვაციური სასკოლო კონკურსის Tech Sparks-ის ფინალისტები.
პროექტში კახეთის რეგიონის მასშტაბით 32 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საგარეჯოს N1 და N4 საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები. მოსწავლეებმა ჟიურის წინაშე სტარტაპ-პროექტები წარადგინეს. გამარჯვებულ მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ლეპტოპები.
“დღეს არ არის მხოლოდ დაჯილდოება — დღეს ვაღიარებთ თითოეულ თქვენგანს, თქვენი შრომის, ურყევი რწმენისა და საკუთარი თავის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯების გამო. ეს არა მხოლოდ თქვენი პირადი წარმატებაა, არამედ მაგალითი მთელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მზად ვარ, ხელი შევუწყო პროექტებს, ბიზნეს იდეებსა თუ კულტურული ინიციატივებს, სადაც ახალგაზრდების ხედვა, ხმა და იდეა იქნება პრიორიტეტი. მინდა მივმართო თითოეულ თქვენგანს, შეინარჩუნოთ უნარი ოცნებების გაბედულად დასახვისა და განხორციელებისთვის, იყავით თქვენი რეგიონის, თქვენი საზოგადოების ინსპირაცია. მადლობა, თითოეულ თქვენგანს, რისთვისაც დღეს აქ ხართ. მადლობა თქვენს ხელმძღვანელ პედაგოგებს, ფატი ჩხიკვიშვილსა და ქეთევან მამისაშვილს. მათი როლი უდიდესი და უმნიშვნელოვანესია. წინ დიდი წარმატებები გველის, სადამდეც ვიმედოვნებ, რომ სწორედ თქვენ მიგვიყვანთ!” – აღნიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა.