სააგენტო “ბესთ მოდელსმა” “მის და მისტერ თელავი 2023”-ის გამარჯვებულები გამოავლინა

სააგენტო „ბესთ მოდელსი“ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს და ქალაქებს სტუმრობს და რეგიონის „მისს“ და „მისტერს“ ავლენს. გამარჯვებულები რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიებში ვლინდებიან.

„ბესთ მოდელსმა“ ტრადიციას არც წელს უღალატა და ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში სანახაობრივი კონკურსი ჩაატრა.

„ბესთ მოდელსმა“ შოუ ქალაქ თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ თელავში გამართა. საღამოს, „ბესთ მოდელსის“ ხელმძღვანელი, კახი ხაბეიშვილი წარუძღვა.

პირველრიგში ძალიან დიდი მადლობა ქალაქ თელავს, კახეთის რეგიონს. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის „ჰოლიდეი ინნს,“ რომ ასეთი მრავალფეროვანი და ორიგინალური საღამო შედგა. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორს „გალაქტიონის მარანს“ და მის მენეჯერს, ასევე დიდი მადლობა ქალბატონ ნაზი ჩიდრაშვილს, თამარ ლაზარიაშვილს და თითოეულ ჟიურის წევრს,“ – კახი ხაბეიშვილი.

ჟიური წელსაც ვარსკვლავური და მრავალფეროვანი იყო. კომპეტენტურმა ჟიურიმ ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ გამარჯვებულები გამოავლინა.

„მისს თელავი“- 2023 ის ტიტული მოიპოვა მარიამ მამუკელაშვილმა.

პროქეტის ოქროს სპონსორები გახდნენ: სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი „იქსი,“ ორგანიზაცია „თელავი ჩემი ქალაქია,“ რომლის დამფუძნებელია თამარ ლაზარიაშვილი და მუსიკალური სტუდია „თელავი,“ რომლის დამფუძნებელი გახლავთ ნაზი ჩიდრაშვილი.