რუსთაველის გამზირზე საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში აქტიურად გრძელდება რუსთაველის გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი უკვე დაიგო 10 ეზოში, ხოლო ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 102-ე და 104-ე კორპუსების ეზოებში.
შეგახსენებთ, რომ პროექტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და გამოყოფილი თანხა შეადგენს 910 496 ლარს.