რომელია ის 4 დაცული ტერიტორია, სადაც ვიზიტორების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 4 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს 34%-ით გადააჭარბა.

2023 წლის 4 თვის მონაცემით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 4 დაცულ ტერიტორიას 48 415 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ჯამში, 34%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის 4 თვეში, სათაფლიას 94%-ით, ოკაცეს კანიონს 44%-ით, მარტვილის კანიონს 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, რომელთა შორის ჭარბობს სტუმრები პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაშენარჩუნებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც პოზიტიურად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურეკონომიკურ მდგომარეობაზე.“- ნათქვამია სააგემტოს ინფორმაციაში