საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით.“
„აღნიშნული კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 500 000 ლარია და მის მიზანს წარმოადგენს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და მისთვის საყოველთაო ხასიათის მიცემა; ასევე, მუსიკოს-შემსრულებელთა, შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების საქმიანობის ხელშეწყობა, კერძოდ, რეგიონებში ქართული ესტრადისა და ფოლკლორული კონცერტების გამართვის წახალისება და საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა.“– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.