წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ შალაურიდან დაახლოვებით 3-4 კილომეტრის მოშორებით, ტყესთან ახლოს. სპეციალისტთა აზრით, იგი გვიანი ფეოდალური ხანის პერიოდს ეკუთვნის. ეკლესიის სიგრძეა 7 მეტრი, ხოლო სიგანე 5 მეტრი. ნაგებია რიყის ქვით, კირის დუღაბზე. იგი გადახურულია ორკალთიანი კრამიტის სახურავით. ეკლესია რესტავრირებულია 1999 წელს.
წმინდა ბარბარე არის ქართველების ერთ-ერთი საყვარელი წმინდანი და მისი სახელობის მრავალი ეკლესიაა აშენებული. ბარბარობა საქართველოში აღინიშნება მე-9 საუკუნუდან. ბარბარობის დღესასწაულზე ძველ ქართულ ტრადიციას წარმოადგენს ლობიანის გამოცხობა.
წმინდა ბარბარე დაიბადა მე-3 საუკეუნეში ბერძნულ ქალაქ ჰელიოპოლისში, სირიაში, დღევანდელი მონაცემით ლიბანში. ის იყო მდიდარი წარმართი დიოსკურიუსის ქალიშვილი. მას შემდეგ, რაც წმინდა ბარბარემ ქრისტიანობა მიიღო იგი აწამეს და თავი მოკვეთეს, თავისი მამის ბრძანებით. წმინდა ბარბარე მიჩნეული ბავშვების და ორსულების მფარველად.