პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სხელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და მომავალი წლის გეგმები. ასევე, შეაჯამეს თუშეთის ტურისტული სეზონი, რომლიც მიმდინარე წელს მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა და იმსჯელეს რეგიონის მუნიციპალიტეტებში შემოდგომის სეზონზე დაგეგმილ ფესტივალებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე.
მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ბიჭიკო მაისურაძე ესწრებოდნენ.