კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი რეგიონის – კახეთისა და იონის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით.